გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილი: თითქმის ყოველ წელს გვაქვს არჩევნები, დაიღალა ამ ერთი და იმავე რიტორიკით, გვაქვს შანსი, ამ არჩევნებზე დამაჯერებლად გავიმარჯვოთ და მომდევნო 3 წელი ქვეყანას არჩევნები არ ექნება

25-08-2021

თითქმის ყოველ წელს გვაქვს არჩევნები, ყოველ წელს ხალხი დაიღალა ამ ერთი და იმავე რიტორიკით, ლანძღვით, ცილისწამებებით, რომელიც ისმის პოლიტიკოსებისგან, ხალხს სჭირდება მშვიდობა და განვითარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მესტიაში, „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, კაპიტონ ჟორჟოლიანის წარდგენისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, მოსახლეობას სჭირდება კეთილდღეობა და ახლა არსებობს უნიკალური შანსი, თვითმმართველობის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ" ძლიერად გაიმარჯვოს.


„ჩვენ ძლიერად მოვიგეთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, მიუხედავად პროვოკაციებისა და მტკიცედ ვაგრძელებთ სვლას. ახლა ჩვენ გვაქვს შანსი და შესაძლებლობა, თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ" ძლიერად, დამაჯერებლად გაიმარჯვოს და მომდევნო 3 წელი ქვეყანას არჩევნები არ ექნება.


ამ 3 წელიწადში ჩვენ გავაკეთებთ ძალიან ბევრ პროგრამას და კეთილდღეობას მოვუტანთ ჩვენს მოსახლეობას, შევიტანთ განვითარებას ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.