გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ჩიქოვანი: არ შეიძლება ზუგდიდი მორიგ ჯერზე გახდეს პოლიტიკური საჯილდაო ქვა, ჩვენ ვირჩევთ ზუგდიდს, ვირჩევთ გუნდს, რომელსაც ძალუძს, გაგრძელდეს ის განვითარება, რომელიც დღეს გვაქვს

25-08-2021

არ შეიძლება ზუგდიდი მორიგ ჯერზე გახდეს პოლიტიკური საჯილდაო ქვა, ჩვენ ვირჩევთ ზუგდიდს, ჩვენ ვირჩევთ გუნდს, რომელსაც ძალუძს, გაგრძელდეს ის განვითარება, რომელიც დღეს გვაქვს, ზუგდიდი კიდევ უფრო გაძლიერდეს და კიდევ უფრო მეტად წარმატებული ადამიანების სახლი იყოს" - განაცხადა ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა „ქართული ოცნების" ზუგდიდიდ მერობის კანდიდატის მამუკა წოწერიას წარდგენაზე.


ირაკლი ჩიქოვანმა მამუკა წოწერიას მიმართა და აღნიშნა, რომ უდიდესი ვალდებულება და პატივია, იყო არჩეული ზუგდიდელების მიერ და ემსახურო ზუგდიდს, რომელსაც სტაბილური და თანმიმდევრული განვითარების გაგრძელება სჭირდება.


„ჩემთვის უდიდესი პატივია ვემსახურო ზუგდიდს, ვიყო იმ გუნდის წევრი, რომელმაც შეეძლო ამ ქალაქისთვის მოეტანა სტაბილური თანმიმდევრული განვითარება. არ შემიძლია არ გავიმეორო ის სიტყვები, რომელიც პრემიერ მინისტრმა აქ გააჟღერა და ახსენა ის რთული პერიოდი, რომელიც ამ ქალაქმა გამოიარა, სამწუხაროდ ყოველ ჯერზე ქართული ისტორიის ქარტეხილების პირობებში ზუგდიდი იყო ერთ-ერთი ის ქალაქი და მუნიციპალიტეტი, სადაც ყველაზე დიდი სირთულითა და სიმძიმით გამოირჩეოდა ეს ყველაფერი, მაგრამ ეს ხალხი, ეს საზოგადოება არ ტყდება. ეს ადამიანები, ვინც ჩვენ ვქმნით ზუგდიდს და ვცხოვრობთ ზუგდიდში, მონდომებულები ვართ იმისთვის, რომ ვიშრომოთ და კიდევ უფრო მეტი სიკეთე შევქმნათ მომავალი თაობებისთვის.
ჩემო მამუკა, უდიდესი ვალდებულება და უდიდესი პატივია იყო არჩეული ზუგდიდელების მიერ და ემსახურო ზუგდიდს. ზუგდიდს დღეს სჭირდება სტაბილური და თანმიმდევრული განვითარების გაგრძელება. ის რაც აქამდე ხდებოდა ეს არის მიღწევა, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ საერთო შრომით გუნდის მხარდაჭერით და ზუგდიდი მართლაც იბრუნებს იმ სილამაზეს, იმ სიძლიერეს, რომელიც მას აქამდე ჰქონდა და ხდება საქართველოში ერთ ერთი უდიდესი და უმნიშვნელოვანესი მიზიდულობის ცენტრი. ამიტომაც, კიდევ ერთხელ როდესაც ჩვენ წარვდგებით არჩევნებზე ზუგდიდელების წინაშე, რა თქმა უნდა ის წლები, რომელიც გამოვიარეთ იყო გარკვეული გამოწვევებით აღსავსე, მაგრამ ვერ და არ შეედრება, ის, რაც დღეს ზუგდიდში კეთდება ნებისმიერ სხვა დროს რაც ყოფილა ზუგდიდში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ. ჩემო ზუგდიდელებო, კიდევ ერთხელ მინდა მოგმართოთ, აუცილებლად ვიაქტიუროთ, რა თქმა უნდა დავიცვათ ყველა ის მოთხოვნა რომელიც პანდემიიდან გამომდინარეა, მაგრამ აუცილებლად ვიაქტიუროთ! არ შეიძლება ზუგდიდი მორიგ ჯერზე გახდეს პოლიტიკური საჯილდაო ქვა, ჩვენ ვირჩევთ ზუგდიდს, ჩვენ ვირჩევთ გუნდს, რომელსაც ძალუძს, რომ ის განვითარება, რომელიც დღეს ჩვენ ხელთ გვაქვს გაგრძელდეს, ზუგდიდი კიდევ უფრო გაძლიერდეს და კიდევ უფრო მეტად წარმატებული ადამიანების სახლი იყოს" - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.