გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სერგი ხიდეშელი ონში, „ქართული ოცნების“ პარტიულ კოორდინატორებს შეხვდა

26-08-2021

„ქართული ოცნების“ ონის მერობის კანდიდატი, ონში, „ქართული ოცნების“ პარტიულ კოორდინატორებს შეხვდა.


„დღეს, მხარის რწმუნებულთან, პაპუნა მარგველიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტში, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიულ კოორდინატორებს შევხვდით.


შეხვედრაზე პარტიულ კოორდინატორებთან მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე და სხვა მნიშვნელოვან პოლიტიკურ თემებზე ვისაუბრეთ.


დღეიდან უკვე აქტიური საარჩევნო კამპანია დავიწყე და გპირდებით, თქვენთან, ძალიან ღირსეულ გუნდთან ერთად, ღირსეულ გამარჯვებას მოვიპოვებთ!“ - განაცხადა ხიდეშელმა.