გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მამუკა წოწერია: ძალისხმევას არ დავიშურებთ მე და ჩემი გუნდი, რომ ზუგდიდის განვითარება უფრო საგრძნობი იყოს, კეთილდღეობა თითოეულ ოჯახამდე და ადამიანამდე მივიდეს

26-08-2021

ძალისხმევას არ დავიშურებთ მე და ჩემი გუნდი, რომ ზუგდიდის განვითარება უფრო საგრძნობი იყოს, კეთილდღეობა თითოეულ ოჯახამდე და ადამიანამდე მივიდეს, მადლობა „ქართულ ოცნებას" უდიდესი ნდობისა და შესაძლებლობისთვის, ვემსახურო ჩემს ზუგდიდს და ზუგდიდელებს - განაცხადა „ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატმა მამუკა წოწერიამ წარდგენაზე.


როგორც მამუკა წოწერიამ აღნიშნა, ზუგდიდს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყოველთვის მნიშვნელოვანი როლი ენიჭებოდა და ასეა დღესაც.


„მაქვს უდიდესი პატივი წარვდგე თქვენს წინაშე, როგორც „ქართული ოცნების" მიერ დასახელებული ზუგდიდის მერობის კანდიდატი, დიდი მადლობა ქართულ ოცნებას უდიდესი ნდობისა და შესაძლებლობისთვის ვემსახურო ჩემს ზუგდიდს და ზუგდიდელებს. ზუგდიდი ჩემი ოჯახია, მასთან არის დაკავშირებული ჩემი წარსული, აწმყოცა და მომავალიც. აქ იზრდებიან ჩემი შვილები და ბუნებრივია, რომ ზუგდიდი ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადგილია, სამეგრელოს გული, სადაც ცხოვრობენ კეთილსინდისიერი, შრომისმოყვარე, ინტელიგენტი და სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები. ზუგდიდს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყოველთვის მნიშვნელოვანი როლი ენიჭებოდა და ასეა დღესაც, ის მრავალი ისტორიული ქარტეხილის მონაწილეა და ღირსებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი თავისუფლების მოყვარე ხალხი არასოდეს დანებებულა. 2012 წლიდან ხელისუფლების ცვლილებამ ზუგდიდს მეტი ყურადღება, განვითარება და შენება მოუტანა, რაც მთავარია რადიკალურად შეიცვალა დამოკიდებულება ხელისუფლებასა და ხალხს შორის, ჩვენთვის ხელისუფლება არა პრივილეგია, არა ძალაუფლება, არამედ ვალდებულებაა კეთილმსახურების" - განაცხადა მამუკა წოწერიამ.


ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ძირითად პრიორიტეტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზუგდიდში წლობით მოუგვარებელი პრობლემები გადაიჭრა.
„ცალსახაა ზუგდიდის ინფრასტრუქტურული განახლება, გადაწყდა მრავალი ისეთი პრობლემა, რომელიც ათეული წლების განმავლობაში მოუგვარებელი იყო. ძალიან ბევრი ბიზნესი დაფინანსდა, სახელმწიფო გვერდით დაუდგა ჯანმრთელობის პრობლემის მქონე უამრავ ადამიანს და დღეს ჩვენ ვიცით და ვამბობთ, რომ ზუგდიდი ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევის წინაშე დგას და ადგილობრივი ხელისუფლების, ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით და თითოეული ჩვენი მოქალაქის ჩართულობით აუცილებლად გავუმკლავდებით ამ გამოწვევებს. ჩვენი მთავარი პრინციპი და გამოცდილება ხალხთან უწყვეტი ურთიერთობაა. ამან საშუალება მომცა საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნისას ზუსტად შემესწავლა ის პრობლემები და გამოწვევები და ჩვენს მოსახლეობასთან ერთად განგვესაზღვრა ძირითადი პრიორიტეტები, როგორიც არის სოფლების წყალმომარაგება სოფლებსა და ქალაქში საბავშვო ბაღებისა და სკოლების ინფრასტრუქტურული განახლება და სტანდარტიზაცია ჩვენი მუნიციპალიტეტის ეკონომიკის განვითარება მეტი სამუშაო ადგილები და ამ პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის როლის ამაღლება და რა თქმა უნდა, ჩვენი ახალგაზრდობა მათთვის ღირსეული ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა და დასაქმების პრობლემის უზრუნველყოფა. მათი შემოქმედებითი, პროფესიული და სხვა სახის ინტერესების განხორციელება და რა თქმა უნდა, არსებული ქალაქის გენერალური გეგმის ეტაპობრივი განხორციელება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი დევნილი მოსახლეობისთვის ღირსეული საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა. ეს არის მოკლე ჩამონათვალი იმ ძირითადი პრიორიტეტებისა, რომელიც უპირატესი ხელშეწყობის ობიექტი იქნება და გპირდებით ძალისხმევას არ დავიშურებთ მე და ჩემი გუნდი რომ ზუგდიდის განვითარება უფრო საგრძნობი იყოს და კეთილდღეობა თითოეულ ოჯახამდე და თითოეულ ადამიანამდე მივიდეს. ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ.


ახლა კი მინდა წარმოგიდგინოთ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები ქალაქისა და სოფლების ადმინისტრაციულ ერთეულებში: თამარ სოსელია, თაზო ფაცაცია, მამუკა ყურაშვილი, ირაკლი ჯანაშია, ედიტა კოდუა, ქეთევან ესართია, ზაზა ანდრიაძე, გიორგი ფიფია, გოგი თოდუა, მამუკა თოლორაია, ჯონი ჯიქია, გიორგი ქვარაია, სოსო გოგოხია, ოთარ გუგუჩია, ამირან ჩხოლარია. ეს არის ხალხი, რომელიც იშრომებს ზუგდიდისა და ზუგდიდელებისთვის" - განაცხადა მამუკა წოწერიამ.