გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კახა კუჭავა: გვაქვს წინსვლა, მაგრამ ჩვენ ის ხალხი ვართ, რომლებიც მიღწეული წარმატებით არ ვკმაყოფილდებით

26-08-2021

პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა „ქართული ოცნების" წალენჯიხის მერობის კანდიდატის გოგა გულორდავას წარდგენაზე სიტყვით გამოვიდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"წალენჯიხელებო მოგესალმებით. ჩემთვის პატივია მოგმართოთ ამ ულამაზეს მხარეში, რეგიონში, რომელიც განსაკუთრებული შრომისმოყვარეობით გამოირჩევა.


არ შეიძლება არ შეამჩნიო ის სიკოხტავე და პეწი, რომლითავ გამორჩეულია ეს კუთხე და შრომისმოყვარე ხალხი.


მთიან სამეგრელოს განსაკუთრებული პოტენციალი აქვს. ვთვლი, რომ წალენჯიხას აქვს შესაძლებლობა გახდეს როგორც აგროტურიზმის ისე ეკოტურიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება, თავისი ულამაზესი მონასტრებით, ისტორიით, კულტურით და რა თქმა უნდა, სამზარეულოთი.


ეს კუთხე ნამდვილად გამორჩეულია, მე ბევრს არ ვისაუბრებ სოფლის მეურნეობაზე, აღსანიშნავია ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც აქ განხორციელდა- გაზიფიცირება, დასასრულებელია ინტერნეტიზაცია. რა თქმა უნდა რჩება გამოწვევები, პირველ რიგში წყალმომარაგების საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა დასრულდეს, რადგან ეს პროექტები მიმდინარეობს. საჭიროა უფრო მეტი გზების რეაბილიტაცია ყველა სოფელში, რაც გამართულად გადაადგილების საშუალებას მისცემს ყველას.


არ შეიძლება არ ვახსენოთ მთავარი გამოწვევა, რომელიც არა მარტო ამ რეგიონის და ჩვენი ქვეყნის, არამედ მთელი მსოფლიოს წინაშე დგას - ეს არის პანდემია. რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა დავიცვათ ყველა რეკომენდაცია, ღია ცის ქვეშაც ვატაროთ პირბადე, მაქსიმალურად ვიყოთ ფრთხილად, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.


აუცილებელია ვაქცინაციის პროცესის დასრულება, რომელსაც ალტერნატივა არა აქვს. ვაქცინცია გვიცავს ჩვენ და ჩვენს ჯანმრთელობას, რომ შევძლოთ საბოლოოდ გადავტეხოთ ეს რეალობა და განვითარების იმ ტემპს დავუბრუნდეთ, რომელიც პანდემიამდე იყო.


ჩვენ გვაქვს წინსვლა, მაგრამ ჩვენ ის ხალხი ვართ, რომლებიც არ ვკმაყოფილდებით მიღწეული წარმატებით. გაცილებით მეტი უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ის პოტენციალი, შესაძლებლობები, რომლებიც ამ ულამაზეს მხარეს აქვს, ბოლომდე ავითვისოთ. პირადად მე და მთლიანად გუნდს ამის იმედი გვაქვს, გამომდინარე იქიდან თუ როგორი კანდიდატი გვყავს წარმოდგენილი ამ ულამაზეს მხარეში.


გოგა გულორდავას თქვენ ყველა იცნობთ. აუცილებელია ის გამოცდილება ბოლომდე გამოვიყენოთ, რომელიც გოგას აქვს. ის არის ახალგაზრდა, ენერგიული. მე ვიცი მისი გეგმების შესახებ, ვიცი რომ ბოლომდე იქნება ჩართული ყოველდღიურად, თქვენთან ერთად გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომ მაქსიმალური სიკეთე მოუტანოს მშობლიურ მხარეს" - განაცხადა კუჭავამ.