გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

აფხაზეთი მზად არის სირიას სამხედრო დახმარება აღმოუჩინოს

16-04-2018

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ სირიაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აფხაზეთი ამერიკის შეერთებული შტატებისა და მოკავშირეების მიერ სირიაში განხორციელებულ საჰაერო დარტყმებს გმობს და მათ პროვოკაციად აფასებს.

„აფხაზეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები მზად არიან სირიელ ხალხს აღმოუჩინონ დახმარება პროფესიონალურად მომზადებული სპეციალისტებით, მათ შორის მფრინავთა შემადგენლობით.

აფხაზ ხალხს კარგად ახსოვს ჭრილობები, რომლებიც ომმა მიაყენა და ჩვენს თანამემამულეებს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში გადასახლება აიძულა. ამ დრომდე ბევრი მათგანი სირიის არაბული რესპუბლიკის ტერიტორიაზე ცხოვრობს და მოძმე ერთან ერთად ითმენს ტერორისტების და მათი თანამოაზრეების მიერ მოწყობილ არეულობას.

დღეს სირიას რთული პერიოდი აქვს. კოალიციის წევრი ქვეყნები აშშ-ის ხელმძღვანელობით არ წყვეტენ სირიაში სიტუაციის დესტაბილიზაციის და ქვეყნის საკუთარი კონტროლის ქვეშ მოქცევის მცდელობებს. აფხაზეთის მცხოვრებლები, რომლებიც ასევე დამპყრობლებთან ბრძოლის ზღვარზე არიან, თანაუგრძნობენ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად მებრძოლ სირიელ ხალხს. დარწმუნებული ვართ, რომ ისინი ყველა გამოცდას გაუძლებენ და ამ ბრძოლიდან გამარჯვებულები გამოვლენ“, – ნათქვამია დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდ ბრიტანეთთან და საფრანგეთთან კოორდინაციით, სირიის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმები 14 აპრილს განახორციელა. ეს პასუხი იყო ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაზე. კოალიციის ქვეყნები მიიჩნევენ, რომ 7 აპრილს სირიის სამთავრობო ძალებმა ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღი გამოიყენეს, რაზეც პასუხისმგებლობას მთავრობას და მის მოკავშირეებს აკისრებენ. სირია და რუსეთი ამ ბრალდებებს უარყოფენ. გუშინ ცნობილი გახდა, რომ ასადის რეჟიმის მხადაჭერის გამო აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალ ფინანსურ სანქციებს აამოქმედებს.

reginfo.ge