გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ამბროლაურის მერობის კანდიდატი ზვიად მხეიძე ადგილობრივ მოსახლეობას ხვდება

26-08-2021

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ზვიად მხეიძე სოფლების - ნიკორწმინდის, კაჩაეთისა და ხოტევის მოსახლეობას შევხდა.


შეხვედრაზე ისაუბრეს როგორც განხორციელებულ პროექტებსა და პროგრამებზე, ისე სამომავლო პრიორიტეტებზე, განიხილეს არსებული პრობლემური საკითხები და იმსჯელეს მათი მოგვარების გზებზე.


"წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში საზოგადოებასთან შეხვედრები დავიწყეთ. პირველ ეტაპზე სოფ. ნიკორწმინდის, კაჩაეთისა და ხოტევის მოსახლეობას შევხვდი, ერთად ვიმსჯელეთ სოფლის პრიორიტეტებსა და პრობლემურ საკითხებზე, სამომავლო გეგმებზე... ბოლო წლებში, აღნიშნულ სოფლებში არაერთიმნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, გაუმჯობესდა წყალმომარაგება, მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს გაზიფიცირების მიმართულებით. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ არსებობს პრობლემური საკითხები, რომლებზე მუშაობაც აქტიურად გაგრძელდება“ - აღნიშნა ზვიად მხეიძემ.