გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საერთაშორისო სავალუტო ფონდი ირაკლი ღარიბაშვილს ავღანეთიდან მათი თანამშრომლებისა და ოჯახების უსაფრთხო და სწრაფ ევაკუაციაში დახმარებისთვის მადლობას უხდის

26-08-2021

ბატონო პრემიერ-მინისტრო, საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მთელი მისი გუნდის სახელით მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ ავღანეთიდან ჩვენი თანამშრომლებისა და მათი ოჯახების უსაფრთხო და უსწრაფეს ევაკუაციაში დახმარებისთვის, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის კრისტალინა გეოგორიევას ოფიციალურ წერილშია ნათქვამი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო.


საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი ასევე აღნიშნავს საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძის ქმედით როლს ამ საქმეში.


„თბილისში ჩვენი თანამშრომლებისთვის თავშესაფრისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფით, საქართველომ გაჭირვების დროს ჩვენი ხალხისთვის დახმარებაზე გაცილებით მეტი გააკეთა. ეჭვგარეშეა, რომ ეს ძალისხმევა აბსოლუტურად კრიტიკული მნიშვნელობის იყო ადამიანების წარმატებული ევაკუაციისთვის. ეს იყო თქვენს მთავრობასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის არსებული ძლიერი პარტნიორობის რეალური მტკიცებულება და სწორედ ეს ცხადყოფს, რომ ამ პარტნიორობას რეალური სარგებლის მოტანა შეუძლია ადამიანების დახმარების სახით. საერთაშორისო სავალუტო ფონდი დიდად აფასებს ამ მჭიდრო თანამშრომლობას და მოუთმენლად ელის ამ ძლიერი პარტნიორული ურთიერთობის გაგრძელებას მომავალშიც. ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ პირადად თქვენ და ქართველ ხალხს", - ნათქვამია კრისტალინა გეოგორიევას წერილში.