გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღის აღნიშვნას ცაგერის მერობის კანდიდატი დაესწრო

26-08-2021

ლეჩხუმი დიდი ღვთისმეტყველის, მსოფლიო მართლმადიდებლობის უდიდესი წმინდანის, მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღეს აღნიშნავს.


ცაგერის, ლენტეხის და ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში საზეიმო წირვა აღავლინა,საიდანაც მრევლმა და სასულიერო პირებმა მურში, დიდი წმინდანის საფლავზე ლიტანიობით გადაინაცვლეს.


მაქსიმე აღმსარებლის სახელობის მონასტერში, სადაც წმინდა ნაწილები განისვენებს, პარაკლისი აღევლინა.


ცაგერის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი გიორგი ნემსაძე,რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო რწმუნებულთან პაპუნა მარგველიძესთან, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან და მრევლთან ერთად წირვას დაესწრო.