27-08-2021
პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მერობის კანდიდატი ვასილ გველესიანი სოფელ ცხრაწყაროს მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე მერობის კანდიდატმა ისაუბრა, როგორც განხორციელებულ პროექტებზე, ასევე სამომავლო პრიორიტეტებზე.
„წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დღეს სოფელ ცხრაწყაროს მოსახლეობას შევხვდი. მოსახლეობასთან ერთად ვიმსჯელეთ სოფლის პრიორიტეტებსა და პრობლემურ საკითხებზე.
ამ სოფელში სრულადაა მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა, წყალმომარაგება, გარე განათებები, გადაჭრილია გაზიფიცირების პრობლემა. მოსახლეობის თხოვნით დამონტაჟდა სპორტული ტრენაჟორები და დაიდგა ნაგვის ურნები.
აღსანიშნავია,რომ ახალი სასწავლო წლიდან, ცხრაწყაროს საჯარო სკოლა სრულად რეაბილიტირებულ შენობაში განაახლებს სასწავლო პროცესს.
ვეცდებით, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში ქვეყნის განვითარება და ეკონომიკური სიძლიერე თითოეული ადამიანის ოჯახამდე მივიტანოთ“- განაცხადა ვასილ გველესიანმა.