გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტმა საერთაშორისო ტესტირება გაიარა

27-08-2021

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტმა საერთაშორისო ტესტირება წარმატებით გაიარა.


საკვალიფიკაციო ტესტირება ჩეხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის და ტესტირების ცენტრალური ინსტიტუტის (UKZUZ) მიერ იყო ორგანიზებული.


აღნიშნული ინსტიტუტი (UKZUZ), სპეციალური კანონების შესაბამისად, საერთაშორისო დონეზე ახორციელებს ექსპერტულ და გამოსაცდელ სამუშაოებს, აგრეთვე კონტროლისა და მონიტორინგის ღონისძიებებს მავნე ორგანიზმებისგან დაცვისა და მცენარეთა დაცვის სფეროში.


საკვალიფიკაციო ტესტირების მიზანია, დაამტკიცოს, რომ ლაბორატორიას შეუძლია ფიტოპლაზმების ზუსტი იდენტიფიკაცია. აღნიშნული მოთხოვნა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ 100%-ით შეასრულა.


მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის პერსონალი ყოველწლიურად წარმატებით გადის პროფესიულ საკვალიფიკაციო ტესტირებებს. ლაბორატორიაში არსებული კვლევის მეთოდები კი, საერთაშორისოდ აკრედიტირებულია.


დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისებისა და ფასების შესახებ იხილეთ ვებ-გვერდზე - http://sla.gov.ge/Ge