გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

სოფელ ბარნაბიანთკარში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა/რეაბილიტაცია ხორციელდება

27-08-2021

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარნაბიანთკარში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა/რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტით გათვალისწინებულია შემდეგი სამუშაოები: ჭაბურღილის, დამწნეხი და გადამღვრელი მილსადენის, წყალსადენის მაგისტრალის, შიდა ქსელის, საქლორატოროს და სანიტარული ღობის მოწყობა.


სოფელში ჭებით სარგებლობენ, არ არსებობს შიდა ქსელი, რომლის მოწყობის და პროექტის სრულად განხორციელების შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობას სასმელი წყლის მიწოდება გაუუმჯობესდებათ.


სამუშაოს ეელქტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „გაზტექმშენი“ ახორციელებს. პროექტს რეგიონალური განვითარების ფონდი და კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს, რომლის ღირებულება 207 400 ლარია.