გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა

16-04-2018

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. 
ექიმების ინფორმაციით, დაშავებულებს დაჟეჟილობა აღენიშნებათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა მელიქიშვილის ქუჩაზე მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. 
მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოებისა და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"