გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

სახელმწიფო საწარმო შპს "მოსავლის მართვის კომპანია" დღეიდან სეტყვით დაზიანებული ყურძნის მიღება- გადამუშავებისთვის მზად არის

27-08-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის დავალებით, სახელმწიფო საწარმო შპს "მოსავლის მართვის კომპანია" დღეიდან მზად არის, სეტყვით დაზიანებული ყურძნის მიღება- გადამუშავებისთვის.


ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში ყვარლის, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 4600 ჰექტარი ვენახი დააზიანა. როგორც რთველის საკოორდინაციო შტაბში დღეს გამართულ თათბირზე აღინიშნა, ყველა რესურსი იქნება მობილიზებული, იმისთვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ მოსავლის დაბინავება. დასეტყვილი ყურძნის დაბინავება თელავში, გურჯაანსა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში უკვე შესაძლებელია.