გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

საგარეჯოში ათამდე სანახშირე ორმოს დემონტაჟი განხორციელდა

16-04-2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სანახშირე ორმოების დემონტაჟი განახორციელეს.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში გატარებული პრევენციული ღონისძიების შედეგად, ათამდე სანახშირე ორმოს დემონტაჟი განხორციელდა. ადგილზე ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 5,5 მ3 ხე-ტყე, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიას ჩაბარდა.


ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის ტექნიკური ანგარიშის არ ქონის გამო - სამი, ხოლო 6 მ3 ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირებისათვის - ერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი შედგა.


საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება.

"პია"