გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ნათია თურნავა: ბევრი კეთდება და მომავალშიც გაკეთდება, რომ ფოთის პორტმა ღირსეული ადგილი შეიძინოს საქართველოსა და ევროპას შორის მეტი სატრანსპორტო, ფიზიკური და საბორნე კავშირების განვითარებისთვის

27-08-2021

ძალიან ბევრი რამ კეთდება და მომავალშიც გაკეთდება, რომ ფოთის პორტი, მისი ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო განვითარდეს და თავისი ღირსეული ადგილი შეიძინოს პირველ რიგში, საქართველოსა და ევროპას შორის უფრო მეტი კავშირურთიერთობის, ფიზიკური, სატრანსპორტო კავშირების, ასევე მეტი და უფრო მეტად რეგულარული საბორნე კავშირების განვითარების თვალსაზრისით საქართველოს, ბულგარეთს, რუმინეთს, უკრაინასა და ზოგადად ევროკავშირს შორის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ქართული ოცნების" ფოთის მერობის კანდიდატის, ბექა ვაჭარაძის წარდგენაზე განაცხადა.


ნათია თურნავას განცხადებით, თუკი დღეს სრულიად სამართლიანად მთელი საქართველო თავს ვიწონებთ, რომ ვართ სატრანზიტო დერეფანი, ყველაზე მოკლე დამაკავშირებელი ხიდი კავკასიასა და შუა აზიას შორის, ეს პირველ რიგში ფოთისა და ფოთის პორტის, ამ მნიშვნელოვანი საზღვაო კარიბჭის დამსახურებაა.

„ევროპელ პარტნიორებთან ყველა მაღალი რანგის შეხვედრაზე ვსაუბრობთ და ვმსჯელობთ, როგორ გავხადოთ ეს მიმართულება უფრო მეტად განვითარებული და ხელშესახები. სულ მცირე ნახევარი მილიონი დოლარის საინვესტიციო პროექტები უკვე ხორციელდება ფოთის პორტის აკვატორიაში და რამდენიმე მსხვილი ინვესტორი მუშაობს ამ თვალსაზრისით, მათ შორის ევროპელი ინვესტორები, აშშ-ის საფინანსო ინსტიტუტები, რომ უფრო უკეთ იყოს რეალიზებული ფოთის პორტის, ჩვენი დერეფნის შესაძლებლობები. თქვენთვის, ფოთელებისთვის ეს არის ასობით ახალი სამუშაო ადგილი, უკეთესი ცხოვრების პირობები და მეტი კეთილდღეობა. მადლობა თქვენ იმისთვის, რომ თქვენი მუხლჩაუხრელი შრომით წვლილი შეგაქვთ როგორც რეგიონის, ისე მთლიანად ქვეყნის ლოგისტიკურ განვითარებაში", - აღნიშნა ნათია თურნავამ.