გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ირაკლი ღარიბაშვილი: კახეთში დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, სახელმწიფოს ზრუნვის გარეშე არც ერთი დაზარალებული არ დარჩება

27-08-2021

სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს კახეთში დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინიატრი ირაკლი ღარიბაშვილი, ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს.


როგორც პრემიერი აღნიშნავს, პროცესის წარმართვა ვიცე- პრემიერ ლევან დავითაშვილს დაევალა.


"ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთში - ყვარლის, თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 4 600 ჰექტარი ვენახი დააზიანა.


სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად.


ამ პროცესის წარმართვა ვიცე- პრემიერ ლევან დავითაშვილს დავავალე.


შექმნილია საკოორდინაციო შტაბი, სადაც მიმდინარეობს ზარალის დათვლა. ადგილზე იმყოფება ჩემი წარმომადგენელი - მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლერი ბარნაბიშვილი.


არც ერთი დაზარალებული არ დარჩება სახელმწიფოს ზრუნვის გარეშე!", - აღნიშნავს პრემიერი.