გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ონში ახალი მუნიციპალური სერვისი ღია სივრცე „ქალთა ოთახი“ გაიხსნება

27-08-2021

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ, რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსთან ირმა მაქარაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა კავკასიის ალიანსების პროგრამის თიმლიდერის მოადგილესთან გიორგი სადუნიშვილთან.


შეხვედრაზე გიორგი სადუნიშვილმა ისაუბრა „ ქალთა ოთახის დანიშნულებასა და საჭიროებაზე მუნიციპალიტეტში, შემდეგ კი მხარეებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდომს.


„ქალთა ოთახი" ა(ა)იპ ონის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში განთავსდება.


ონის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს მხარდაჭერით, პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდება და კეთილმოეწყობა ბიბლიოთკის შენობა, დაიყოფა სხვადასხვა საჭირო ზონად, აღიჭურვება საჭირო ინვენტარით. პროექტის ღირებულება შეადგენს 46 000 ლარს, დასრულება იგეგმება 30.10. 2021წელს.


შეგახსენებთ, რომ „ქალთა ოთახი" - ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შექმნილი ღია სივრცე და საინფორმაციო საკონსულტაციო რესურსცენტრი, რომლის მიზანია დაეხმაროს ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ქალებს, მუნიციპალიტეტთან ურთიერთობაში და გაზარდოს/წაახალისოს ქალების და კაცების თანაბარი მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. „ქალთა ოთახი" უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვას და მისი ქმედითუნარიანობისა და ეფექტურობის გაზრდას. დღეის მდგომარეობით, საქართველოში სულ გახსნილია 30 ქალთა ოთახი.


აღნიშნული ინიციატივის მხარდამჭერია კავკასიიის ალიანსების პროგრამა, რომელსაც არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაცია მერსი ქორფსი ახორციელებს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.