გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებმა გადამხდელებს COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული მოთხოვნები გააცნეს

28-08-2021

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მართვის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, საცალო/საბითუმო ვაჭრობის ობიექტები (საერთო ჯამში 2500 ობიექტი) მოინახულეს და მეწარმე სუბიექტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციებისა და სავალდებულო ზედამხედველობის მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია/განმარტებები ადგილზე გააცნეს.


მონიტორინგის ფარგლებში, ოფიცრების მიერ, ასევე მიმდინარეობს იმ მეწარმე სუბიექტების გამოვლენა, რომლებიც გაფრთხილების მიუხედავად, სავაჭრო ობიექტებში/დახურულ სივრცეებში არ ახორციელებენ სოციალური დისტანციის დაცვას და პირბადის გარეშე პირების დაშვებას. აღნიშნული სამართალდარღვევა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, ითვალისწინებს სანქციას.