გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

24 საათში კოვიდ ინფიცირების 4 247 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 74, ხოლო გამოჯანმრთელდა 3 053 პირი

28-08-2021

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 45 100 კვლევა ტესტით, მათ შორის 26 737 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 363 PCR ტესტით.


ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 247 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 540 449-ს.


რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.42%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.61% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.23%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 053 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 476 555.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 74 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 175 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 247 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 755 შემთხვევა, აჭარა - 456, იმერეთი - 447, ქვემო ქართლი - 295, შიდა ქართლი - 254, გურია - 121, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 304, კახეთი - 389, მცხეთა-მთიანეთი - 102, სამცხე-ჯავახეთი -86, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 38.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 56 693 საიდანაც 7 546 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 232, აჭარაში - 1 010, იმერეთში - 1 171.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 624 პირი, მათ შორის, თბილისში - 695, აჭარაში - 159, იმერეთში - 336. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 378 პირი, მათგან თბილისში - 222, აჭარაში - 40, იმერეთში - 26.

3 128 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 394 - თბილისში, 1 139 - აჭარაში.

46 19 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 112 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 110, ხოლო აჭარაში - 2.

სულ 6 ოქტომბრიდან - 27 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 107 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 55 902 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 28 645, პირი, აჭარაში - 7 103, იმერეთში - 4 486.