გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ლევან დავითაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ დავეხმაროთ იმ ფერმერებსაც, ვისაც სტიქიამ ხილის ბაღები მთლიანად გაუნადგურა

28-08-2021

კახეთის რეგიონის  5  მუნიციპალიტეტში,უპრეცედეტოდ დიდი სტიქიის შედეგად, 5 000 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო სავარგული განადგურდა. მთავრობამ მოახდინა მყისიერი რეაგირება. 


„ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ სტიქიის მიერ მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალი მინიმუმამდე შემცირდეს. მნიშვნელოვანია, რომ დავეხმაროთ იმ ფერმერებსაც, ვისაც სტიქიამ  ხილის ბაღები მთლიანად გაუნადგურა და მომავალ წლებში, მოსავლის მიღებას ფაქტობრივად ვეღარ შეძლებენ. აღნიშნული ბაღების ჩანაცვლება-აღდგენის მიზნით, პროგრამის ,,დანერგე  მომავლი“ ფარგლებში, ფერმერებისრულ დაფინანსებას მიიღებენ  ნერგების და მოხდება სარწყავი სისტემისთანადაფინანსებაც.


ამასთან ერთად, მთავრობის გადაწყვეტილებით, მევენახეები, რომელთაც სრულად, 100 %-ით გაუნადგურდა ყურძნის მოსავალი, ერთჯერადი კომპენსაციის სახით, სახელმწიფოსგან1 ჰა-ზე 3000 ლარს მიიღებენ.  ფერმერებისეტყვისგან დაზიანებულყურძენს - 1 გკ რქაწითელს 80 თეთრად, ხოლო  1 კგ საფერავს 1 ლარად  ჩააბარებენ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დასეტყვილი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება. დასეტყვილი ყურძნის მიღება სახელმწიფო საწარმომ შპს ,,მოსავლის მართვის კომპანიამ“  27 აგვისტოდან დაიწყო და 3 სექტემბრის ჩათვლით გააგრძელებს. დასეტყვილი ყურძნის მიღება თელავის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში რამდენიმელოკაციებზე  უკვე შესაძლებელია.ყველა რესურსი  მობილიზებულია, იმისთვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა მოსავლის დაბინავება შეუფერხებლად შეძლონ. აღნიშნული სტიქიიდან გამომდინარე, ეს იქნება ადეკვატური პასუხი ჩვენი ფერმერების საჭიროებებზე.“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


26 აგვისტოს, ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 4 600 ჰექტარი ვენახი დააზიანა“