გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ოთარ შამუგია: დასეტყვილი ყურძნის ჩასაბარებლად ყველა ღონისძიება უკვე გატარებულია; 3 საწარმო დაზიანებულ მოსავალს შეუფერხებლად იღებს

28-08-2021

26 აგვისტოს, ძლიერმა სტიქიამ კახეთის რეგიონში, დაახლოებით 24 სოფელში, 4 600 ჰექტარი ვენახი დააზიანა. სახელმწიფო საწარმომ „მოსავლის მართვის კომპანია" სეტყვისგან დაზიანებული ყურძნის ჩაბარება 27 აგვისტოდან დაიწყო და 3 სექტემბრის ჩათვლით გააგრძელებს.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ოთარ შამუგიას განცხადებით, მევენახეების უპირველესი თხოვნა იყო, რომ სახელწიფო მათ დასეტყვილი ყურძენის ჩაბარებაში დახმარებოდა.


„დასეტყვილი ყურძნის ჩასაბარებლად ყველა ღონისძიება უკვე გატარებულია. ჩვენ გუშინვე გავხსენით 3 საწარმო ყვარელის, გურჯაანის და თელავის რაიონში, რომელიც შეუფერხებლად იღებს დასეტყვილ ყურძენს.  ფასი რქაწითელის შემთხევაში 80 თეთრია, ხოლო საფერავის - 1 ლარი”, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.


მინისტრის მოადგილის განცახდებით, ფართობები, სადაც 100 % -ით დაზიანებულია ვენახი და მოსავლის აღება ვერ ხდება, სახელმწიფოს გადაწვეტილებით, მევენახე ფერმერები 3000 ლარის ოდენობის კომპენსაციას მიიღებენ.  გარდა ამისა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტრო და სოფლის განვითარების სააგენტო აქტიურად მუშაობს სადაზღვევო კომპანიასთან; კოორდინირებულად ხდება იმ ფართობებზე ზარალის ოდენობის დადგენა, რომელიც დაზღვეულია, რათა დროულად მოხდეს შესაბამისი ანაზღაურება.