გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ოთარ შამუგია: დაზღვევა არის ერთადერთი გზა, რომ ფერმერები დაცულები იყვნენ სტიქიის დროს მიყენებული ზარალისგან

28-08-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ოთარ შამუგიას განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია რომ სახელმწიფოს აქვს აგროდაზღვევის პროგრამა, რომელიც მნიშვნელოვან თანადაფინანსებას აძლევს ფერმერებს, მათ შორის მევენახე ფერმერებს  იმისათვის, რომ დააზღვიონ მოსავალი.


„დაზღვევა არის ერთადერთი გზა, რომ ფერმერები დაცულები იყვნენ სტიქიის დროს მიყენებული ზარალისგან. ჩვენ ახლა ვმუშაობთ პროგრამის განახლებაზეც. ამავე დროს, მთელი წლის განმავლობაში, ვახორციელებთ აგროდაზღვევის შესახებ საინფორმაციო კამპანიას. დღეის მდგომარეობით, დაახლოებით, 18 000 ჰექტარი ფართობია დაზღვეული ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის 6000 ჰექტარი არის ვენახი”, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.


როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტრო და სოფლის განვითარების სააგენტო აქტიურად მუშაობენ სადაზღვევო კომპანიებთან, რათა კოორდინირებულად მოხდეს დაზღვეულ ფართობებზე ზარალის ოდენობის დადგენა და შესაბამისი ანაზღაურების გაცემა.