16-04-2018
ზუგდიდში, ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქვეითს მოპედი დაეჯახა. დაშავებული ქალი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს და მას ამ ეტაპზე გამოკვლევები უტარდება. ექიმების ცნობით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც შს სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
"ინტერპრესნიუსი"