გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: მთავრობა მოქალაქეებისთვის მუშაობს და ამას ვერავინ ამიკრძალავს

31-08-2021

მთავრობა მუშაობს ჩვენი მოქალაქეებისთვის და ვერავინ ვერ ამიკრძალავს მუშაობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ეხებოდა, თუ რატომ გადაეცათ ბინები სამხედროებს არჩევნებამდე 1 თვით ადრე.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ მისი პირდაპირი მოვალეობა და ვალია ემსახუროს მოქალაქეებს.

„მე ვარ მთავრობის მეთაური, პრემიერ-მინისტრი. მთავრობა მუშაობს ჩვენი მოქალაქეებისთვის და ვერავინ ვერ ამიკრძალავს მუშაობას. ეს არის ჩემი პირდაპირი მოვალეობა და ვალი, რომ ვემსახურო ჩვენს მოქალაქეებს.


დაემთხვა ასე, დღეს დასრულდა. იმის გამო, რომ ვიღაც მავნებელი ცდილობს ჩვენს დაკომპლექსებას, მე, რა თქმა უნდა, არ დავექვემდებარები ამ კონიუნქტურას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.