გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კომერციული ბანკების აქტივების მოცულობა 1,05 მილიარდი ლარით გაიზარდა

1-09-2021

მიმდინარე წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.05 მლრდ ლარით, ანუ 1.87 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.90 პროცენტით გაიზარდა) და 2021 წლის პირველი აგვისტოსათვის 57.03 მლრდ ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 7.05 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.35 პროცენტია.


მიმდინარე წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.