გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურება - შედეგების გამოქვეყნება დასრულდა

1-09-2021

გამოქვეყნდა ტესტირების შედეგები მათემატიკაში (I-VI),  ქართულ ენასა და ლიტერატურაში (I-VI),  ბუნებისმეტყველებაში (I-VI), ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში, ქართულში, როგორც მეორე ენაში, სპეციალური მასწავლებლის პროფესიულ უნარებსა და უცხოურ ენებში.  

 

ამით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დაასრულა 2021 წლის საგნის/უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაში/საგნობრივი კომპეტენციების დადასტურების ტესტირებაში მონაწილეების პირველადი შედეგების გამოცხადება.

 

სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება პირველი სექტემბრის 10:00 საათიდან და 3 სექტემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება. განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე: online.naec.ge და www.naec.ge.   შესაძლებელია გასაჩივრდეს  როგორც კონკრეტული დავალების, ასევე მთლიანი ტესტის შეფასება.


2021 წელს მასწავლებლის საგნის გამოცდაზე და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია 28 700-ზე მეტმა მსურველმა გაიარა.


ტესტირების პროცესი კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეგულაციის დაცვით მიმდინარეობდა. იმ  აპლიკანტებისათვის, რომლებმაც ვერ შეძლეს ტესტირებაში მონაწილეობის მიღება COVID-19-ის ინფექციის დადასტურების გამო, განისაზღვრა დამატებითი სესიები.