გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

პარლამენტის საშემოდგომო სესია 7 სექტემბერს გაიხსნება

1-09-2021

მე-10 მოწვევის პარლამენტის 2021 წლის საშემოდგომო სესია 7 სექტემბერს, პლენარულ სხდომაზე გაიხსნება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.


„ჩვენ ვემზადებით საშემოდგომო სესიის დაწყებისთვის. საშემოდგომო სესიის პირველი სხდომა სექტემბრის პირველ სამშაბათს - 7 სექტემბერს გაიმართება, მაგრამ, ვინაიდან წინასაარჩევნო პროცესი მიმდინარეობს, ჩვენ ერთი თვით შევწყვეტთ მუშაობას. თუმცა საჭიროა ჩავატაროთ ბიუროს სხდომა და საორგანიზაციო საკითხები გავიაროთ. მომავალ კვირაში კიდევ ერთი ბიუროს სხდომა გაიმართება და საშემოდგომო სესიას გავხსნით უკვე 7 სექტემბერს", - განაცხადა კახა კუჭავამ.