გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში შეტანილი მონაცემების გადასწორებისთვის სანქცია გაორმაგდება

1-09-2021

კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში შეტანილი მონაცემების გადასწორებისთვის სანქცია გაორმაგდება და ნაცვლად 500 ლარისა, 1000 ლარი იქნება. საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილების თაობაზე ორგანული კანონის პროექტი დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დაინიცირდა.


ორგანული კანონის პროექტი, ასევე ითვალისწინებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად დამატებით ცესკოს, საოლქო და საუბნო კომისიის წევრად საქმიანობის შეზღუდვას ვადით 1-დან 2 წლამდე და საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის (თავმჯდომარე, მოადგილე, მდივანი) თანამდებობიდან გათავისუფლებას და კომისიის რიგით წევრად დატოვებას.


ორგანული კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები გივი მიქანაძე, ალუდა ღუდუშაური და ფრიდონ ინჯია. ორგანულ კანონპროექტზე წამყვან კომიტეტად იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განისაზღვრა.