16-04-2018
ქუთაისში, ნიკეას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლები საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას აპროტესტებენ.
მათი განცხადებით, ბენზინგასამართი სადგური 70-მდე ოჯახისთვის საშიშროებას წარმოადგენს. ადგილობრივები შიშობენ, რომ მშენებლობას შეეწირება სკვერიც, რომელიც მათთვის ერთადერთი სარეკრეაციო ადგილია.
ადგილზე მივიდა ფირმის ხელმძღვანელი, რომელიც ბენზინგასამართ სადგურს აშენებს, თუმცა მან მედიასთან კომენტარი არ გააკეთა და ტერიტორია მალევე დატოვა.