გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: ოპოზიციამ იცის, რომ სასტიკად მარცხდება

1-09-2021

ჩვენი პარტია არის უალტერნატივო დღეს, ჩვენ რა თქმა უნდა, ყველა არჩევნებს ვიგებთ ჩვენი ხალხის გვერდში დგომით, მხარდაჭერით და ამ არჩევნებსაც, რა თქმა უნდა, მოვიგებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციამ იცის, რომ მარცხდება და ამიტომ, წინასწარ იწყებს სპეკულაციებს.


„ოპოზიციამ იცის, რომ მარცხდება, თანაც მარცხდება სასტიკად, მათ არ აინტერესებთ არც არჩევნები, არც არჩევნების შედეგები და წინასწარ იწყებენ სპეკულაციებს და პროვოკაციებზე საუბარს. რა თქმა უნდა, ჩვენ ამასაც ძალიან მშვიდად და მტკიცედ ჩავამთავრებთ. ჩავატარებთ ძალიან დემოკრატიულ, გამჭვირვალე არჩევნებს და კიდევ ერთხელ საქართველო გაიმარჯვებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.