გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მარნეულის მერმა ქონებრივი დეკლარაცია არ შეავსო

17-04-2018

მარნეულის მერი თემურ აბაზოვი მუნიციპალიტეტების მერებს შორის ერთადერთია, ვისაც ქონებრივი დეკლარაცია დღემდე არ წარუდგენია. კანონის თანახმად, აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობისას თანამდებობის პირი 1000 ლარით ჯარიმდება.

თემურ აბაზოვი მარნეულის მერის თანამდებობაზე 2017 წლის 21 ოქტომბერს ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების შედეგად იქნა არჩეული, უფლებამოსილების განხორციელებას კი 12 ნოემბრიდან შეუდგა. 

„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის შესაბამისად, თანამდებობის პირი ვალდებულია დანიშვნიდან ან არჩევიდან 2 თვის ვადაში საჯარო სამსახურის ბიუროში წარადგინოს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ბიუროს თავმჯდომარის მიერ 1000 ლარით დაჯარიმდება, ხოლო თუ ამის შემდეგაც, 2 კვირის ვადაში, კვლავ  არ წარადგენს დეკლარაციას, მაშინ მას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება.  

დღეის მდგომარეობით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე თემურ აბაზოვის ქონებრივი დეკლარაცია განთავსებული არ არის.

reginfo.ge