17-04-2018
რუსთავში #16 მიკრორაიონის # 9 კორპუსის 7 სართულზე, სხირტლაძეების 4 სულიანი ოჯახის საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევა დაახლოებით 16:00 საათზე მოხდა. ხანძრის გაჩენის დროს ოჯახის წევრები სახლში არ იმყოფებოდნენ, შესაბამისად არავინ დაშავებულა.
გაჩენილი ხანძრის შედეგად საცხოვრებელ სახლში მისაღები ოთახი და სამზარეულო დაიწვა. მეზობლების თქმით, ცეცხლმა ოთახში არსებული ნივთები და კედლები დააზიანა. გავრცელებული ინფორმაციით ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზად ელექტრო სადენები სახელდება.
ხანძრის ლოკალიზება სახანძრო სამსახურის წარმომადგენლებმა შეძლეს. დამწვარი ფართობის ზუსტი რაოდენობა უცნობია.
ადგილზე იმყოფებოდა რუსთავის მერის წარმომადგენელი აღმაშენებლის სახელობის ადმინისტრაციულ ერთეულში. გიორგი გოროზიას განცხადებით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყება. როგორც გოროზიამ ინფო რუსთავს განუცხადა ექსპერტიზის პასუხზეა დამოკიდებული მიიღებს თუ არა სხირტლაძეების 4 სულიანი ოჯახი ადგილობრივი თვითმმართველობისგან რაიმე სახის დახმარებას.
სხირტლაძეების ოჯახი აღნიშნულ მისამართზე რამდენიმე წელია ცხოვრობს.