გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ვასილ გველესიანი: მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მე და ჩემი გუნდი პრიორიტეტების მიხედვით ვიმუშავებთ და პროექტები მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად განხორციელდება

2-09-2021

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ზესტაფონის  მერობის კანდიდატი – ვასილ გველესიანი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.  მერობის კანდიდატი სოფელ არგვეთისა და ქვედა საქარის მოსახლეობას შეხვდა და  განვითარების შესახებ საკუთარი ხედვები და სამომავლო გეგმები გააცნო. 

„წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ყოველდღიურად ვხვდებით ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას. ამჯერად, სოფელ არგვეთისა და ქვედა საქარის მოსახლეობას ვესტუმრე. მნიშვნელოვანია რომ მოსახლეობა სწორად და ადეკვატურად აფასებს ჩვენი გუნდის მიერ წლების განმავლობაში განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებს.ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული პროექტები:

სოფელი არგვეთა

• გაფრინდაშვილების საუბნო გზის რეაბილიტაცია

• სანიაღვრე არხების მოწყობა

• არგვეთის ცენტრში გარე განათებების დამონტაჟება

• სკოლის მშენებლობა სოფელი ქვედა საქარა
• ბარბაქაძეების საუბნო გზის რეაბილიტაცია 

• ქათამაძეების უბანში გარე განათებების მოწყობა 

• სოფელ ქვედა საქარის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია  
გამარჯვების შემთხვევაში, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მე და ჩემი გუნდი პრიორიტეტების მიხედვით ვიმუშავებთ და პროექტები მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად განხორციელდება“- განაცხადა ვასილ გველესიანმა.