გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი ღარიბაშვილი: რიკოთის მონაკვეთზე გრანდიოზული მშენებლობა ჯდება 2,6 მილიარდი, ეს არის საუკუნის პროექტი, 90-ზე მეტი ხიდი, 50-ზე მეტი გვირაბი შენდება, თბილისიდან ბათუმში 3 საათში ჩავალთ

2-09-2021

ჩვენ ერთის მხრივ,  უნდა გვახსოვდეს ჩვენი წარსული, აწმყო შევაფასოთ კარგად და ყოველთვის უნდა ვიფიქროთ   მომავალზე; მე ჩამოვთვალე დარგები  და სექტორები, ყველა მიმართულებით გვაქვს წინსვლა, მაგრამ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ზესტაფონის მერობის კანდიდატის, ვასილ გველესიანის წარდგენისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, გაათმაგებული ტემპებით არის მუშაობა ჩასატარებელი და მასშტაბები უნდა გაფართოვდეს, უნდა გაიშალოს მთელი ქვეყნის მასშტაბით.


„7 მილიარდი ლარის ინვესტიციას ვგეგმავთ სოფლის მეურნეობის მიმართულებით, რომ შევქმნათ დამატებითი სამუშაო ადგილები, რომ ყველგან, ყველა მუნიციპალიტეტში შევიდეთ და ყველა ის პროგრამა, პროექტი, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა ინიცირებული, ყველგან შევიტანოთ და ბევრმა ოჯახმა, რაც შეიძლება ბევრმა ფერმერმა უნდა ისარგებლოს ამ პროგრამებით. ჩვენ მათ დავეხმარებით მიწების დამუშავებაში, დათესვაში, ყველაფერში, ვასწავლით, გადავამზადებთ იმისთვის, რომ სიღარიბე დავძლიოთ ყველამ ერთად და   7 მილიარდი მოხმარდება ამ დიდი მიზანს. მეორეს მხრივ, ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ ეტაპობრივად ჩავანაცვლოთ იმპორტირებული საქონელი, რომ აღარ ვიყოთ დამოკიდებული იმპორტირებულ საქონელზე და ჩვენ დავიწყოთ რეალურად ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქციით თვითუზრუნველყოფა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის. მეორე მიმართულება ეს იქნება ადგილობრივი წარმოების განვითარება და ვიმყოფებით რა ზესტაფონში, ამ მართლაც საამაყო ინდუსტრიულ ქალაქში, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა წარმატებული დარგებით, ინდუსტრიით, რეალური ეკონომიკის   მუშაობით, გვესმის კარგად, რომ ეს არის გასაკეთებელი. რეალური ინდუსტრიის განვითარებას ხელი უნდა შევუწყოთ. მომდევნო სამი წლის განმავლობაში  ორი მილიარდ 500 მილიონი ლარის დახარჯვას ვგეგმავთ მთავრობა და კერძო სექტორი ერთად, 1000-ზე მეტი საწარმოს დაფინანსებას, დარგები გავაფართოვეთ, დაახლოებით 300-ზე მეტი დარგი  იქნება დაფინანსებული. მინიმუმ 100 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება ამ ახალი პროგრამების შედეგად, გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა ინფრასტრუქტურის მიმართულებით, გზების მშენებლობა, წყალგაყვანილობა. 2025 წელს ყველა ქალაქს ექნება 24-საათიანი, გამართული წყალმომარაგება. ასევე, დღეს გამოწვევად რჩება 3 ათას სოფელში მაგალითად, კიდევ ვიმეორებ ხარისხიანი სასმელი წყალი, რაც რა თქმა უნდა ჩვენი სირცხვილია, რომ 21-ე საუკუნეში  ჩვენს მოსახლეობას არ აქვს სასმელი წყალი. ასევე სირცხვილი იყო, რომ 2012-წლამდე, მაგალითად ცენტრამდე მისასვლელი სულ რამდენიმე გზა არსებობდა  კეთილმოწყობილი, მხოლოდ იმერეთის რეგიონში 2000 კილომეტრზე მეტი გზების რეაბილიტაცია შევძელით ბოლო რვა წლის განმავლობაში და ჯამში 10 ათასი კილომეტრი გზის - ძველი და ახალი გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია მოვახერხეთ, 10 ათასი კილომეტრის,  150  კილომეტრზე მეტი  ავტობანის მშენებლობა დავასრულეთ. ჩვენ გუშინ მოვინახულეთ რიკოთის მონაკვეთზე გრანდიოზული მშენებლობა, რომელიც ჯდება 2  მილიარდ 600 მილიონი, ეს არის საუკუნის პროექტი, მართლაც ძალიან მასშტაბური, ძალიან რთული  პროექტები ხორციელდება, 90-ზე მეტი ხიდი,  50-ზე მეტი გვირაბი შენდება და  მართლაც უნიკალური  იქნება, თბილისიდან ბათუმში ჩავალთ 3 საათში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.