გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი ღარიბაშვილი: არჩევნებამდე საქართველოში ერთ-ერთი ევროპელი დამკვირვებლის შეფასება იყო შემდეგი - სააკაშვილის დროს საქართველოში დამკვიდრებულია ლენინიზმიო, ეს იყო გზა ავტორიტარიზმისა და დიქტატურისკენ

2-09-2021

არჩევნებამდე საქართველოში ევროპიდან ჩამოსული იყო  სადამკვირვებლო მისია და ერთ-ერთი ევროპელი დამკვირვებლის შეფასება იყო შემდეგი - სააკაშვილის დროს საქართველოში დამკვიდრებულია ლენინიზმიო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ზესტაფონის მერობის კანდიდატის, ვასილ გველესიანის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის საკმაოდ მწარე გაკვეთილი ქართველი ხალხისთვის.

„არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო რატი ბრეგაძის ერთ-ერთ ნათქვამს, მან შედარება გააკეთა და ახსენა, რომ სააკაშვილის დროს მართლაც ბოლშევიზმი იყო საქართველოში დამკვიდრებული. უფრო მეტიც, შეგახსენებთ, რომ არჩევნებამდე საქართველოში ევროპიდან ჩამოსული იყო  სადამკვირვებლო მისია და ერთ-ერთი ევროპელი დამკვირვებლის შეფასება იყო შემდეგი - სააკაშვილის დროს საქართველოში დამკვიდრებულია ლენინიზმიო. კაცი აღშფოთებული, გაოგნებული იყო და ეს იყო მისი დაკვირვება და ანალიზი, რომ მართლაც ლენინიზმი იყო და ეს იყო გზა ავტორიტარიზმისა და დიქტატურისკენ. ეს, რა თქმა უნდა, არის საკმაოდ მწარე გაკვეთილი ჩვენთვის და ჩვენი ხალხისთვის და ახლა ჩვენ ვირჩევთ ღირსეულ მომავალ თაობას, რომელიც მოემსახურება და კიდევ უფრო მეტს გაუკეთებს ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.