გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილი: გვაქვს მზაობა, მაქსიმალურად გამჭვირვალედ გავაგრძელოთ რეფორმები და ყველა ის ვალდებულება შესრულდება, რომელიც განვაცხადეთ

2-09-2021

ჩვენი მხრიდან გაკეთდა განმარტებები, რომ ჩვენ ყველა ვალდებულება შევასრულეთ, გარკვეული ვალდებულებები დარჩენილია და რა თქმა უნდა, ჩვენ ამას შევასრულებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ჭიათურაში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, იყო გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა და შეუთანხმებლობა პოზიციებში.

„კერძოდ, იმ 7 პუნქტიდან 6 არის უკვე შესრულებული, დარჩენილია ერთი, რომელიც ასევე ძალიან მალე შესრულდება. ჩვენ რაც ვთქვით, იმას ვაკეთებთ, დანარჩენი უბრალოდ პოლიტიკური სპეკულაციებია. ჩვენი მხრიდან გვაქვს მზაობა იმისა, მაქსიმალურად გამჭვირვალედ გავაგრძელოთ რეფორმები და ყველა ის ვალდებულება შესრულდება, რომელიც განვაცხადეთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.