გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი ღარიბაშვილი ნაცმოძრაობაზე: ვიდრე ეს ანტისახელმწიფოებრივი ძალა იქნება პოლიტიკაში, ხალხი და ქვეყანა ვერ დაისვენებს, მათი დარჩენა ნიშნავს მუდმივ ქაოსს და დესტაბილიზაციას, მათი ადგილი პოლიტიკის მიღმაა

2-09-2021

"ნაცმოძრაობა" რომ  დარჩენილიყო ხელისუფლებაში, ჰიპოთეტურად წარმოვიდგინოთ, რომ ისინი  ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში, რა თქმა უნდა,  იქნებოდა სრულად გამყარებული დიქტატურა და ჩვენ დავემშვიდობებოდით ევროკავშირსაც, ასოცირების შეთანხმებას, უვიზო რეჟიმს, ნატოსთან მიმართებაში ყველაფერს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ჭიათურის მერობის კანდიდატის, გივი მოდებაძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მათ ერთხელ უკვე დაკარგეს ტერიტორიები და მეორედ ამის უფლება აღარ მიეცემათ.

„ღრმად ვარ დარწმუნებული, ვიცოდით რა მათი უგუნური პოლიტიკა, სამუდამოდ დავკარგავდით დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს. რა მაძლევს ამის თქმის უფლებას და საფუძველს? - მაძლევს ის, რომ არაფრის გამო კოდორის ხეობა ჩააბარეს ოკუპანტს, ასზე მეტი სოფელი, რომელზეც გამოვიდა ეს მავნებელი სააკაშვილი, მასხარა და თქვა, რომ ეს იყო ქვების გროვა. თქვენ გესმით რაზეა საუბარი?  კაცი, რომელიც იყო პრეზიდენტი 9 წლის განმავლობაში, მტერს ჩააბარებს ასზე მეტ სოფელს და შემდეგ უწოდებს "ქვების გროვას" რაზეა საერთოდ საუბარი, სად ვართ?!. რატომ ვსაუბრობ ამდენს, იმიტომ, რომ ჩვენ მოსახლეობას უნდა ავუხსნათ, მეგობრებო.  მე განსაკუთრებული აქცენტი  მაქვს იმ ადამიანების მიმართ, ვინც ჯერ კიდევ შეცდენილია და ჯერ კიდევ ილუზია აქვს, რომ ამ ძალას, ვინც ერთხელ უკვე  ნგრევა მოუტანა ჩვენს ქვეყანას, ჩაგვრა და წამება ჩვენს მოქალაქეებს, აქვთ კიდევ რაიმეს გაკეთების შანსი და უფლება. მათ ერთხელ უკვე დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა, დაკარგეს ჩვენი ტერიტორიები და მეორედ არ მივცემთ ამის გაკეთების უფლებას", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა მმართველი გუნდის ფასეულობებზე და აღნიშნა, რომ ოპონენტების ნებისმიერ პროვოკაციას პასუხი კანონის ფარგლებში გაეცემა.

„ჩვენ უნდა ვიფიქროთ განვითარებაზე, პროგრესზე, მშვიდად, მტკიცედ, მყარად უნდა გავაკეთოთ ჩვენი საქმე, აუღელვებლად, ჩვენი პოლიტიკური გუნდი, ძლიერი ხელისუფლება მათ ნებისმიერ პროვოკაციას მშვიდად, მტკიცედ და მყარად კანონის ფარგლებში რა თქმა უნდა, გასცემს და ყოველთვის გაუცია პასუხი და ადგილს მიუჩენს მათ ყოველთვის, მათი ადგილი არის პოლიტიკის მიღმა, ეს ადამიანები უნდა გავიყვანოთ პოლიტიკიდან, მათი დარჩენა ნიშნავს მუდმივ ქაოსს და დესტაბილიზაციას ჩვენი ქვეყნის,  ხალხი ვერ დაისვენებს, ჩვენი ქვეყანა ვერ დაისვენებს, მანამ სანამ ეს ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი ძალა იქნება პოლიტიკაში, ეს არის რეალობა. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ღირებულებებზე და ფასეულობებზე. ჩვენი ჯგუფი, ჩვენი გუნდი რატომ არის ძლიერი და რატომ ვიგებთ ამ არჩევნებს. კიდევ ვიმეორებ, შეცდომებიც არის, ყველაფერი არის, მაგრამ ჩვენ გვაკავშირებს საერთო ღირებულებები, საერთო ფასეულობები და ამიტომ ვართ შეკავშირებულები ერთმანეთთან. მიმდინარეობს ბუნებრივი ფილტრაციაც - ზოგი გვტოვებს, ზოგიც მიდის, ზოგი მოდის, მაგრამ ჩვენი რიგები ყოველთვის არის შევსებული ღირსეული ადამიანებით, რომლებიც აფასებენ ერთგულებას, სიმართლეს, პატიოსნებას, ღირსებას, თავისუფლებას და რაც მთავარია მათ ესმით სამშობლოს სიყვარული. აი ამ ფასეულობებზე დგას „ქართული ოცნება" სწორედაც და ასევ გავაგრძელებთ ჩვენ წინსვლას და ჩვენი ქვეყნის პატრონობას და ჩვენი მოსახლეობის გვერდში დგომას. რაც მთავარია, შეხედეთ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მეორე გუნდს. შემთხვევითი არ არის რა თქმა უნდა, რომ ასეთი ბექგრაუნდის, ასეთი მემკვიდრეობის მქონე ადამიანების რაღაც სახე არის, თითქოს ერთსახოვანია, ყველა ერთნაირია ოპოზიციის რიგებში. რატომ, იმიტომ, რომ მათაც ანალოგიური ამ ყველაფრის ანტიპოდები არიან და ამის ყველაფრის საპირისპირო ღირებულებები აკავშირებთ.

სააკაშვილს, გვარამიას, ნიკა მელიას, რომელიც ასევე წარმატებით იყო ჩართული კრიმინალურ საქმიანობაში წინა ხელისუფლების დროს და ახლაც.

ჩვეულებრივი კრიმინალია და ყველა ეს ადამიანი - კეზერაშვილი იქნება, ბოკერია იქნება, უგულავა თუ სხვა, ვანო მერაბიშვილი, ახალაიები და სადისტები და სისასტიკით გამორჩეული ადამიანები. ამიტომაც არჩევანი სახეზეა მეგობრებო. ჩვენ ან ავირჩევთ ისევ სააკაშვილს, ბოკერიას, უგულავას, ახალაიას, მერაბიშვილს და ექნებათ ის 15 თუ 20 პროცენტი, ისევ გააგრძელებენ ჩვენი ქვეყნის მოწამლვას და ჩვენი მოსახლეობის ისევ დაძაბვას, ან მეორეს მხრივ არის ძალა, რომელიც თავის სიკეთეებით, თავისი შეცდომებით, თავისი ფასეულობებით გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის მმართველობას და ჩვენი ქვეყნის წინ წაწევას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.