გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი ღარიბაშვილი: ბიძინა ივანიშვილს 3 მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული თავისი მოსახლეობის კეთილდღეობისთვის და სააკაშვილის მჩაგვრელი ხელისუფლების ჩამოშორება მისი ყველაზე დიდი პოლიტიკური ქველმოქმედება იყო

2-09-2021

მინდა ჩემი დღევანდელი გამოსვლა და საუბარი დავიწყო მადლობით, მადლობით იმიტომ, რომ ჩვენ ყველამ ერთად, ქართველ ხალხთან ერთად და ჩვენი დამფუძნებლის ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, პირველ ოქტომბერს მოვიპოვეთ ისტორიული გამარჯვება, ამისთვის მადლობა თქვენ და მადლობა ყველას, ვინც ამ ისტორიულ გამარჯვებაში მიიღო მონაწილეობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" საჩხერის მერობის კანდიდატის, ლევან ივანაშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, რომ არა ბიძინა ივანიშვილის თავდადება და  თავგანწირვა,   შეუძლებელი იქნებოდა გამარჯვების მოპოვება.

„მივესალმები საჩხერეს და ჩვენ საამაყო საჩხერლებს. დიდი მადლობა მობრძანებისთვის, დიდი პატივია დღეს ჩემთვის აქ ყოფნა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მშობლიურ ქალაქში და მის ულამაზეს საჩხერეში. ჩვენთვის ყველასთვის დიდი პატივია რომ დღეს აქ შევიკრიბეთ და წარმოგიდგენთ მერობის კანდიდატს, მაგრამ ვიდრე მას წარმოგიდგენთ, მე მინდა ჩემი დღევანდელი გამოსვლა და საუბარი დავიწყო მადლობით. მადლობით იმიტომ, რომ ჩვენ ყველამ ერთად, ქართველ ხალხთან ერთად და ჩვენი დამფუძნებლის ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, პირველ ოქტომბერს მოვიპოვეთ ისტორიული გამარჯვება, ამისთვის მადლობა თქვენ და მადლობა ყველას, ვინც ამ ისტორიულ გამარჯვებაში მიიღო მონაწილეობა. რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად მოგვეხსენება და გვახსოვს თუ რა ძალასთან გვქონდა ჩვენ  მაშინ საქმე. მოდით ვთქვათ გულწრფელად და ღიად, რომ არა ბიძინა ივანიშვილის თავდადება და  თავგანწირვა,   შეუძლებელი იქნებოდა ამ გამარჯვების მოპოვება მეგობრებო. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გვაჩვენა წარმოუდგენელი თავდადება, ვაჟკაცობა და თავგანწირვა, ქვეყნის სიყვარული და ხალხის სიყვარული. მან პოლიტიკაში მოსვლამდეც, რა თქმა უნდა, დაამტკიცა თავისი საქმით, თავისი ათასობით გაკეთებული ქველმოქმედებით სიყვარული და პატრიოტიზმი თავისი ქვეყნის და თავისი ხალხის. რომელ ქვეყანაში იცნობთ, დამისახელეთ ნებისმიერი ქვეყანა და ადამიანი, რომელიც თავისი ქონების დიდ ნაწილს თავისი სურვილით და ასეთი ენთუზიაზმით, ასეთი ემოციით მიუძღვნის საკუთარ მშობლიურ ქვეყანას. 3 მილიარდი დოლარი დახარჯული აქვს კაცს საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ხალხის კეთილდღეობაში, ასეთ ადამიანს მადლობა კი არ ეკუთვნის, ასეთ ადამიანს ეკუთვნის ყოველდღე მადლობა. ჩვენ ყოველთვის ეს მავნებელი ოპოზიციონერები და ოპონენტები გვახსენებენ და ცდილობენ ჩვენს დაკომპლექსებას, რომ თურმე არ შეიძლება მადლობის გადახდა ასეთი ადამიანისთვის. დიახაც, მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს ყველაფრისთვის, რაც მან გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის. ჩვენ ქართველები ვართ თავისუფლების მოყვარული ხალხი, ღირსების მოყვარული ხალხი და მადლიერი ხალხი ვართ, ერთგული ხალხი ვართ. რა თქმა უნდა, ყველგან არის და ყველა საზოგადოებაში არის მოღალატეც, მატყუარაც, უმადური და ასე შემდეგ... მაგრამ ჩვენ უმრავლესობაში ვართ, რა თქმა უნდა გაერთიანებული,  უმრავლესობა ამ ღირებულებებით. ამ ღირებულებებზე, ამ ფასეულობებზე დგას ჩვენი პარტია, იმ პრინციპებზე, იმ იდეალებზე, რომელიც ჩვენმა დამფუძნებელმა დაუტოვა ჩვენს პარტიას და ჩვენს ხელმძღვანელობას, პარტიის ხელმძღვანელობას და ჩვენ ყველას ერთად, ვინც ვართ გაწევრიანებული ამ პარტიაში. პარტიაც, ხომ პირობითი ცნებაა, ანუ პარტია გასაგებია, მაგრამ ეს არის რეალურად საშუალება, რომ მოხვიდე ხელისუფლებაში, ემსახურო შენს ქვეყანას და გაუკეთო კარგი საქმეები, კეთილი საქმეები შენს ხალხს და შენს ქვეყანას და მართლაც ამ პრინციპებით, ამ იდეალებით, ამ ღირებულებებით მოვდივართ 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან - ამ ისტორიული გამარჯვებიდან. მართლაც, ამ გამარჯვებით  ხალხმა ამოისუნთქა, თავისუფლება დაიბრუნა, ღირსება დაიბრუნა ხალხმა, რომელიც წართმეული ჰქონდათ და ფეხქვეშ  თელავდნენ ყოველდღიურად, სააკაშვილის მეთაურობით  ის მჩაგვრელი, რეპრესიული მმართველები და ადამიანები, რომლებიც დღესაც ძალადობენ ჩვენს მოსახლეობაზე სხვადასხვა საშუალებით. იქნება ეს მედიასაშუალებები, რაც მათი კონტროლის ქვეშ არის თუ თავად გამოდიან და ათას ტყუილს და სიცრუეს ლაპარაკობენ. მე ვინაიდან დღეს საჩხერეში ვარ, რა თქმა უნდა, არ შეიძლება არ ვისაუბრო იმ უკიდეგანო ქველმოქმედებაზე, რომელიც ამ დიდმა კაცმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა ჩვენს ქვეყანაში და მართლაც ფასდაუდებელია, შეუფასებელია ის ქველმოქმედება. 20 წლის განმავლობაში და უფრო მეტიც, განხორციელებული ქველმოქმედება. რეალური საქმით, ფაქტებით და კონკრეტული,   ისტორიებით.  პოლიტიკამდე, რა თქმა უნდა, ბატონ  ბიძინა ივანიშვილს გამოარჩევდა მისი ქველმოქმედება და სამი მილიარდი დოლარი აქვს  ადამიანს დახარჯული, კაცს, თავის ქვეყნის კეთილდღეობის მისაღწევად, თავისი მოსახლეობის კეთილდღეობისთვის და მე ვიტყოდი, რომ ყველაზე დიდი ქველმოქმედება რაც ალბათ მას განუხორციელებია, ეს არის სწორედ პირველი ოქტომბერი. სააკაშვილის მჩაგვრელი ხელისუფლების ჩამოშორება პოლიტიკიდან და ხელისუფლებიდან -  აი, ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ყველაზე დიდი პოლიტიკური ქველმოქმედება",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.