გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ირაკლი ღარიბაშვილი: აცრა არის ერთადერთი გამოსავალი იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები დავიცვათ შემდგომი გართულებებისგან

2-09-2021

აცრა არის ერთადერთი გამოსავალი იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები დავიცვათ შემდგომი გართულებებისგან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ზესტაფონში, მეორე საჯარო სკოლაში, ვაქცინაციის ცენტრში განაცხადა, სადაც ვაქცინაციის პროცესს გაეცნო.

 მთავრობის მეთაურს რეგიონში ვაქცინაციის მიმდინარეობის პროცესი ზესტაფონის "ჯეოჰოსპიტალსის" ამბულატორიული ცენტრის მენეჯერმა ლია ებანოიძემ გააცნო.

ვაქცინაციის ცენტრში დღეში 350-ზე მეტი ადამიანი იცრება. ცენტრი 23 აგვისტოდან ფუნქციონირებს და დღემდე 2848 ადამიანია აცრილი. 

ცენტრში აცრა შეუძლიათ როგორც ვაქცინაციაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს, ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც ცენტრს თვითდინებით მიმართავენ.

ადგილზე აცრის პროცესს "ჯეოჰოსპიტალსის" სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფს.

პრემიერთან ერთად ვაქცინაციის ცენტრში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე და იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე იმყოფებოდნენ.