სამშაბათი, აპრილი 15, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
რატი ბრეგაძე: იყო ტრადიცია, რომ პრეზიდენტის ოჯახის წევრებს უნივერისტეტები სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად გადაეცემოდათ, ბიძინა ივანიშვილმა კი სახელმწიფოს არათუ სიმბოლურ ფასად, არამედ სრულიად უსასყიდლოდ, მილიარდზე მეტი ღირებულების უნივერსიტეტი გადა

2-09-2021

„იყო  ტრადიცია,  რომ პრეზიდენტის ოჯახის წევრები ღებულობდნენ უნივერისტეტებს სიმბოლურ ფასად სახელმწიფოსგან და რა პასუხი გაეცა ამას ბატონი ივანიშვილის მხრიდან, მართლაც რომ უპრეცედენტო, მილიარდზე მეტი ინვესტიცია, რომლითაც  უნივერსიტეტი აშენდა" - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „ქართული ოცნების" საჩხერის მერობის კანდიდატის ლევან ივანაშვილის წარდგენაზე განაცხადა.  

რატი ბრეგაძის თქმით,  ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი საუკუნის პროექტია, რომელის სახელმწიფოს უსასიდლოდ გადაეცა.

„ ეს არის მართლაც რომ საუკუნის პროექტი. თამამად შეიძლება ამის თქმა და რაც გაკეთდა მომავალში სრულიად უსასყიდლოდ,  არათუ სიმბოლურ ფასად გადაეცა სახელმწიფოს.  აი ეს არის შედარება და აქვე კიდევ ერთ გარემოებას უნდა გავუსვათ ხაზი ძველსა და ახალს როდესაც ვადარებთ:  შუაგულ თბილისში, მოგეხსნებათ,  გაყიდული იყო იპოდრომი და იქ იგეგმებოდა სხვადასხვა მშენებლობის განვითარება, უბნის აშენება და ა.შ.  ამ ადამიანმა გამოისყიდა ეს ტერიტორია და დღეს,  თბილისში შენდება მართლაც  რომ უნიკალური ცენტრალური პარკი, რომლითაც დარწმუნებული ვარ არა მარტო თბილისლები, არამედ მთელი საქართველო იამაყებს.  სწორედ ამაშია ძირითადი სხვაობა" - განაცხადა რატი ბრეგაძემ.