გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

24 საათში კოვიდ ინფიცირების 3 034 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 86 პაციენტი

3-09-2021

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 36 400 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 132 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 268 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 034 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 559 943-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.34%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.72% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.98%.
• ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 952 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 506 486.

• ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 86 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 649 პირი ემსხვერპლა.

 დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 034 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 202 შემთხვევა, აჭარა - 282, იმერეთი - 375, ქვემო ქართლი - 188, შიდა ქართლი - 213, გურია - 84, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 237, კახეთი - 289, მცხეთა-მთიანეთი - 72, სამცხე-ჯავახეთი - 69, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 23.

 ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 45 782 საიდანაც:
• 7 210 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 120, აჭარაში - 911, იმერეთში - 1 099.
• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 577 პირი, მათ შორის, თბილისში - 679, აჭარაში - 185, იმერეთში - 355. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 385 პირი, მათგან თბილისში - 230, აჭარაში - 43, იმერეთში - 35.
• 2 542 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 222 - თბილისში, 801 - აჭარაში.
• 36 030 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 111 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 108, ხოლო აჭარაში - 3.
• სულ 6 ოქტომბრიდან - 2 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 124 პირი.
• ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 41 826 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 19 471 პირი, აჭარაში - 5 403, იმერეთში - 3 829.