გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ღარიბაშვილი: მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელიც იმართება სააკაშვილის, გვარამიას, ამ დესტრუქციული ძალის და მათი ტელევიზიების მიერ, მიმდინარეობს იმისთვის, რომ მოქალაქეებს მუდმივი შფოთვა ჰქონდეთ

3-09-2021

შეხედეთ ტელევიზიებს, 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს მიზანმიმართული პროპაგანდა.  ეს არ არის შემთხვევითი, ეს არ არის რაღაც ემოციური ასე ვთქვათ სიუჟეტები და გადაცემები. ეს არის კარგად მოფიქრებული, კარგად გააზრებული, ბოროტულად და ვერაგულად დაგეგმილი მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელიც იმართება პირდაპირ სააკაშვილის და გვარამიას და მთელი ამ პროვოკაციული, დესტრუქციული ძალის მიერ და მათი ტელევიზიების მიერ, იმისთვის, რომ მუდმივი შფოთვა იყოს საზოგადოებაში, მუდმივი სტრესი, მუდმივი პანიკა და ეს ისტერიკა, რომელიც დაამკვიდრეს ბოლო 8 წლის განმავლობაში ყოველდღიურად, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ბაღდათის მერობის კანდიდატის, კახა ენუქიძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ბევრი ადამიანი აანალიზებს სიტუაციას და ხედავს, რომ ეს ხელოვნურად შექმნილი კრიზისებია.

„ეს ხელოვნურად ინსპირირებული, ხელოვნურად შექმნილი კრიზისები, ეს ალიაქოთები და ხმაური იმისთვის არის ორგანიზებული, რომ მოქალაქეებს მუდმივი შფოთვა ჰქონდეთ, მუდმივი არასტაბილურობის განცდა გაუჩნდეთ და განცდა იმისა, თითქოს სხვა არაფერი ხდება ქვეყანაში, გარდა ამ გაუგებარი პოლიტიკური ბატალიებისა და პოლიტიკური ურთიერთლანძღვის და ცილისწამებების. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენთვის გამოწვევა, რომელიც ახლავს, ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველა ზღვარს სცილდება მათი ეს ზღვარგადასული, ცილისმწამებლური კამპანიები. ითქვას პირდაპირ, მართლაც აუტანელი კამპანიები, რომელიც მიმდინარეობს მათი მხრიდან. გვესმის ძალიან კარგად, რომ ეს მათი იმედგაცრუებაა, იმედგაცრუება იმისა, რომ 7 არჩევნების განმავლობაში სასტიკად დამარცხდნენ, ხალხმა დაამარცხა, ხალხმა უთხრა მათ უარი. რა თქმა უნდა, ძალიან კარგად გვესმის ისიც, რომ სისტემატური, განგრძობითი პროპაგანდის მეშვეობით ისინი ცდილობენ, რომ მოქალაქეებს, ჩვენს მოსახლეობას მოაჩვენონ სიტუაცია ჯოჯოხეთად. ეს ფაშისტების ცნობილი მეთოდი იყო, როცა ასეთი პროპაგანდის საშუალებით ჯოჯოხეთს აჩვენებდნენ სამოთხედ და პირიქით. რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის ეს ყველაფერი, მაგრამ ამიტომ არის საჭირო უფრო მეტი აქტიური კომუნიკაცია, უფრო მეტი მუშაობა მოსახლეობასთან. ერთ-ერთი მთავარი დავალება მთელი მთავრობის და ჩვენი ხელისუფლების იქნება, რომ 24-საათიანი კამპანია, 24-საათიანი კომუნიკაცია არის საჭირო ჩვენს მოქალაქეებთან. რა თქმა უნდა, მერებს აქვთ ძალიან გამოკვეთილი როლი ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა, მერი ყოველთვის უნდა იყოს და იქნება ასეც, მობილიზებული, რომ მოემსახუროს ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ ახლა შევარჩიეთ ახალი კანდიდატი, ბატონი კახა ენუქიძე, რომელიც გახლავთ მერის მოადგილე ამჟამად. მე ასევე მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო ბატონ გოგსაძეს, რომელიც ღირსეულად ემსახურა თავის მშობლიურ ბაღდათს და ვუსურვო წარმატებები შემდგომ საქმიანობაში და ბატონ ენუქიძეს ვუსურვო წარმატება და გამარჯვება. გამარჯვება იმისთვის, რომ გაიმარჯვოს ბაღდათმა და ბაღდათელებმა", - განაცხადა პრემიერმა.