გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ვეტერანების სამსახურსა და კომპანია"კრიალას" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

17-04-2018

 გარემოს დაცვა და ბორჯომის რაიონში დაზიანებული ტყის აღდგენის ხელშეწყობის მიზნით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ქართულ, ეკოლოგიურად სუფთა ჰიგიენური ქაღალდის მწარმოებელ კომპანია "კრიალას" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, უზრუნველყოფს მისთვის გამოუსადეგარი მაკულატურის შეგროვებას და კომპანია"კრიალასთვის" გადაცემას. თავის მხრივ შპს "კრიალა" ვალდებულია ჩაბარებული მაკულატურის ყოველ 1 კილოგრამზე, 15 თეთრი გადარიცხოს ბორჯომისტყის აღსადგენად გახსნილი ფონდის "აღადგინეს" სპეციალურ ანგარიშზე.
მემორანდუმს ხელი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ და შპს "კრიალას" გენერალურმა დირექტორმა, ალეკოსტროგანოვმა მოაწერეს.
მხარეები იღებენ ვალდებულებას, კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შეასრულონ მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულებები.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური აქტიურად იყო ჩართული ბორჯომის ტყის აღდგენის პროცესში. 2017 წლის 9 აგვისტოს კამპანია “აღადგინეს” შემაჯამებელი ღონისძიებაზე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს გადაეცა მადლობის სერტიფიკატი ბორჯომისტყის აღდგენაში შეტანილი წვლილისთვის. უწყებამ 2017 წელს ბორჯომის ტყის აღდგენის კამპანიის ფარგლებში 100 ძირი ხე დარგო.