გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილი: მხოლოდ ხელმოწერა და განცხადება არაფერს ნიშნავს, „ნაცმოძრაობამ" ქმედებით უნდა აჩვენოს, რომ ისინი რეალურად არიან დაინტერესებული დეესკალაციით

3-09-2021

სააკაშვილი და მისი გუნდის წევრები, პირდაპირი მნიშვნელობით ზეწოლას ახდენდნენ, მათ შორის ფსიქოლოგიურს, მორალურს, ყველანაირს, ოპოზიციის სხვა დანარჩენ წევრებზე, რომ მათ ამ დოკუმენტზე ხელი არ მოეწერათ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ტყიბულში, შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, თავიდანვე გადაწყვეტილი იყო, რომ ისინი დოკუმენტზე ხელმოწერას არ აპირებდნენ.


„შესაბამისად, ეს ადასტურებს იმას, რომ გუშინ ამ დოკუმენტზე ხელმოწერა იყო აბსოლუტური ფარსი და ტყუილი, ეს აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს. მხოლოდ ხელმოწერა და მხოლოდ განცხადება არაფერს ნიშნავს. „ნაცმოძრაობამ" ქმედებით უნდა აჩვენოს, რომ ისინი რეალურად არიან დაინტერესებული დეესკალაციით, პოლარიზაციის შემცირებით და ნორმალური, ჯანსაღი, კონსტრუქციული მუშაობით საქართველოს პარლამენტში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.