გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი ღარიბაშვილი: ეკონომიკის გახსნას ალტერნატივა არ აქვს, მით უმეტეს ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის, ის, რომ ტურიზმის სეზონი არ ჩავარდა და ჩვენს მოსახლეობას დამატებითი შემოსავალი გაუჩნდა, სწორედ ამ გადაწყვეტილებების შედეგია

3-09-2021

ამ პროცესში აუცილებელია ეკონომიკის ზრდის შენარჩუნება და მეორეს მხრივ პროცესის მართვა. რაც შეეხება მართვას, როგორ ვმართავთ. პრიმიტიული კითხვაა. მართვა ჩვენ გვესმის შემდეგნაირად - არც ერთი მოქალაქე არ დარჩეს ზრუნვის და მკურნალობის გარეშე და ამას ახერხებს დღევანდელი ჯანდაცვის სისტემა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ტყიბულში, ეპიდვითარების მართვასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყნის დაკეტვაზე მარტივი არაფერია, თუმცა როდესაც ქვეყანაში ჩამოტანილია 3 მილიონზე მეტი ვაქცინა, ეკონომიკის ჩაკეტვა შეუძლებელია, მით უმეტეს ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა.


„შეგახსენებთ, მაშინ საკოორდინაციო საბჭოს წევრი ვიყავი და მთელი მთავრობა ვმართავდით პროცესს, მაშინ არც ვაქცინა არსებობდა და მთელი ქვეყანა იყო დაკეტილი, ქვეყნის დაკეტვაზე მარტივი არაფერია, 1 საათში შემიძლია, გადავკეტო მთელი ქვეყანა, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი, ჩვენ არჩევანი მოვუტანეთ მოსახლეობას, ჩამოვიტანეთ 3 მილიონზე მეტი ვაქცინა - „სინოფარმი", „სინოვაკი", „ფაიზერი", „ასტრაზენეკა" და ეს არჩევანი თავად მოსახლეობამ უნდა გააკეთოს. აუცილებელია ვაქცინაცია, აუცილებელია აცრების ჩატარება, პირბადის ტარება და ჩვენი ახლობლების დაცვა. ქვეყნის ჩაკეტვა დღეს შეუძლებელია. ცალკეული ლოკალური შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს და დავაწესეთ კიდევაც, სიტუაცია მიდის სტაბილიზაციისკენ, მთელმა მსოფლიომ ანალოგიური გზა გაიარა. მე-4 და მე-5 ტალღები ყველგან მიმდინარეობს, ყველგან და ნუ აცდენთ მოსახლეობას, ნუ შეგყავთ მოსახლეობა შეცდომაში, წარმოდგენა არ აქვთ მათ, ვინც კითხვა გამოგიგზავნათ, რა ხდება ევროპაში და მსოფლიოში, ან აქვთ და უბრალოდ არ ამბობენ ამას. ყველა ქვეყანამ გაიარა იგივე, მათ, ვინც გახსნა ეკონომიკა. ეკონომიკის გახსნას ალტერნატივა არ აქვს, მით უმეტეს ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის. აშშ-მა, ნომერ პირველმა, ყველაზე ძლიერმა სახელმწიფომ, გამოვიდა ენტონი ფაუჩი, ამერიკის პრეზიდენტიც, მთელი მთავრობაც და თქვა, რომ ქვეყნის ჩაკეტვა აღარ მოხდება. იგივე განაცხადეს ევროპელებმა, ბრიტანეთის პრემიერმა, გერმანიამ, საფრანგეთმა, ყველამ. შედეგი არის ის, რომ დღეს გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ამით მე ვამაყობ. ვამაყობ იმით, რომ ბიზნესი დამშვიდებულია, სტაბილურად ვითარდება ჩვენი ეკონომიკა და გვაქვს უპრეცედენტო ზრდა. ის, რომ ტურიზმის სეზონი არ ჩავარდა და ჩვენს მოსახლეობას დამატებითი შემოსავალი გაუჩნდა, სწორედ ამ გადაწყვეტილებების შედეგია. ამ პროცესში აუცილებელია ეკონომიკის ზრდის შენარჩუნება და მეორეს მხრივ პროცესის მართვა. რაც შეეხება მართვას, როგორ ვმართავთ. პრიმიტიული კითხვაა. მართვა ჩვენ გვესმის შემდეგნაირად - არც ერთი მოქალაქე არ დარჩეს ზრუნვის და მკურნალობის გარეშე და ამას ახერხებს დღევანდელი ჯანდაცვის სისტემა. ექიმების გმირობაზე დგას სწორედაც რომ ეს პროცესი. ვაქცინები რომ არ იყოს დღეს ქვეყანაში, აბსოლუტურად დაგეთანხმებოდით, რომ კრიტიკა იქნებოდა ლეგიტიმური და სამართლიანი. დღეს, როცა ვაქცინები გვაქვს შემოტანილი, იმაზე მეტი, ვიდრე ამ ეტაპისთვის საჭიროა, საერთოდ რაზეა საუბარი. მანამდე იგივე ადამიანები აკრიტიკებდნენ მთავრობას, მათ შორის გახარიას დროს, გახსენით ქვეყანა და გახსენით ეკონომიკა. მთელი კამპანია იყო და აქციებს მართავდნენ. დავიწყეთ ეტაპობრივი გახსნა, ეტაპობრივად შემოვიტანეთ ვაქცინები და ნახეთ კიდეც, რომ შედეგმა არ დააყოვნა. აქედან გამომდინარე, შეეშვით მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და ამ თემით სპეკულაციას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.