17-04-2018
რუსთავის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, #21 საბავშვო ბაღში ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, ბაღის აღსაზრდელები დამსწრე საზოგადოების წინაშე მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით წარსდგენენ. ღონისძიებაში ჩართულები იყვნენ პედაგოგებიც.
#21 საბავშვო ბაღში გამოფენაც მოეწყო, სადაც წარმოდგენილი იყო საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი საარქივო ფოტო და დოკუმენტური მასალები, რუსთავის შესახებ.
ღონისძიებას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს წევრი გოგა ტუხაშვილი და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.
დღესვე ბაგა ბაღის ტერიტორიაზე გამწვანების აქციაც გაიმართა, სადაც ბავშვებთან ერთად რამდენიმე ძირი ხე- მცენარე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დარგეს.
"ინფორუსთავი"