გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ წლების განმავლობაში ვმონაწილეობდით ავღანეთში, ჩვენი ჩართულობა ევაკუაციის პროცესში იყო ძალიან მნიშვნელოვანი და გვიხარია, რომ ამას ჩვენი ევროპელი და ამერიკელი ლიდერები დიდი მადლიერებით აღიარებენ

3-09-2021

ჩვენ წლების განმავლობაში ვმონაწილეობდით ავღანეთში, ჩვენი ჩართულობა ევაკუაციის პროცესში იყო ძალიან მნიშვნელოვანი და გვიხარია, რომ ამას ჩვენი ევროპელი და ამერიკელი ლიდერები დიდი მადლიერებით აღიარებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ტყიბულში განუცხადა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველო პასუხისმგებლიანი აქტორი და აშშ-ისა და ევროპის პარტნიორი ქვეყანაა.


„ჩვენ მოვისმინეთ აშშ-ის განცხადება, საქართველომ ძალიან ოპერატიულად იმოქმედა ავღანეთიდან მიმდინარე ევაკუაციის პროცესის დროს; ჩვენ ოპერატიულად ავაწყვეთ ევაკუაციის ცენტრი და ძალიან სწორად და სწრაფად იმართა ეს პროცესი. ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი აქტორი და აშშ-ის, ევროპის პარტნიორი ქვეყანა, ჩვენ წლების განმავლობაში ვმონაწილეობდით ავღანეთში. რა თქმა უნდა, ჩვენი ჩართულობა ამ პროცესში იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ გვიხარია, რომ ამას ჩვენი ევროპელი და ამერიკელი ლიდერები დიდი მადლიერებით აღიარებენ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.