გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

„დესტრუქციული ოპოზიციის მორიგი წარუმატებელი მავნებლობა…“ – გია აბაშიძე

3-09-2021

„სააკაშვილის მავნებელი სექტა ძალიან ცდება, როცა ერთის მხრივ, თითქოს მიშელის დოკუმენტზე აწერს ხელს და ამასთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივის – ცესკო-ს საკონსულტაციო ჯგუფი – საპირწონედ ასპარეზზე გამოყავს პრორუსული პარტიის “განახლებული საქართველოს” პრესსპიკერი გიგა მაქარაშვილი და მისნაირი სხვა ფსევდო-სამოქალაქო აქტივისტები“, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.


„დესტრუქციული ოპოზიციის მორიგი წარუმატებელი მავნებლობა:


ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) უზრუნველყოფს არჩევნების, რეფერენდუმის, პლებისციტის მომზადებასა და ჩატარებას, საქართველოს მოქალაქეთა საარჩევნო უფლების სრულ და განუხრელ განხორციელებას. თავის საქმიანობაში იგი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საარჩევნო კოდექსით, სხვა კანონებითა და კანონქვემდებარე აქტებითა და ამ რეგლამენტით.


ადვილი მისახვედრია, რომ სააკაშვილის პარტიის ქუჩის აქტივისტების მიერ შექმნილი ე.წ. სამოქალაქო საარჩევნო კომისია, რომელიც თურმე წინასარჩევნო მონიტორიგს განახორციელებს და ალტერნატიული დათვლის შედეგებს გაავრცელებს, არის დესტრუქციული ოპოზიციის მორიგი წარუმატებელი მავნებლობა.
მიზნებიც წინდაწინ ცნობილია – თუ NGO ISFED-მა (“სამართლიანი არჩევნები”) 2020 წლის ხმების პარალელური დათვლა გააყალბა და ვერაფრით გამოიწვია “ენჯეოშნიკური რევოლუცია”, ახლა ასპარეზზე გამოიყვანეს მცირე დებოშის მოწყობის ცნობილი მარიონეტები.


ეს ნეიტრალური სადამკვირვებლო აქტივობა არაა, ეს გახლავთ სააკაშვილის პარტიული დავალების – “არჩევნები გაყალბდას” შესრულების ფუჭი მცდელობა. მანამდე და ახლაც “ნაცების” აქტორები, ე.წ. “ენჯეოები” ხატავენ სურათს, რომ თითქოს საარჩევნო ადმინისტრაცია “არალეგიტიმურადაა” დაკომპლექტებული, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული ცესკო-ს საკონსულტაციო ჯგუფი არასანდოა, მიმდინარეობს ელექტორატის “მასობრივი დაშინება, მოსყიდვა” და ა.შ.
სააკაშვილის მავნებელი სექტა ძალიან ცდება, როცა ერთის მხრივ, თითქოს მიშელის დოკუმენტზე აწერს ხელს და ამასთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივის – ცესკო-ს საკონსულტაციო ჯგუფი – საპირწონედ ასპარეზზე გამოყავს პრორუსული პარტიის “განახლებული საქართველოს” პრესსპიკერი გიგა მაქარაშვილი და მისნაირი სხვა ფსევდო-სამოქალაქო აქტივისტები“, – წერს გია აბაშიძე და სქრინს ავრცელებს.