გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიას მცხოვრებლები მერვე დღეა აქციას მართავენ

17-04-2018

ბოლნისის მუნიციპალიტეტის, სოფელ ტანძიას მცხოვრებლები კომპანია „არემჯი გოლდის“ მიერ სოფელთან ახლოს ოქროს მომპოვებელი კარიერის დახურვას მოითხოვენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ვაჟა ქურდიანმა განუცხადა. მისი თქმით, სოფლის მოსახლეობა მერვე დღეა რაც აქციას მართავს და კომპანიის ტექნიკას არ აძლევს საშუალებას აწარმოოს სამუშაოები ტერიტორიაზე. ვაჟა ქურდიანის თქმით, კარიერი სოფელთან ახლოს მდებარეობს, იქ სამუშაოების წარმოება კი მთელი სოფლის მოსახლეობას, ასევე ეკოლოგიას უქმნის საფრთხეს. 

„სოფელია ტანძია, ბოლნისის რაიონია, კარიერი კეთდება თეთრიწყაროს რაიონში, თუმცა ჩვენი სოფლიდან ორი კილომეტრითაა მხოლოდ დაშორებული. 
ეს საფრთხეს უქმნის სოფლის მოსახლეობას. ოქროს მოპოვების კარიერი დააზიანებს და დააბინძურებს სოფელს.

უკვე მერვე დღეა აქცია გრძელდება. ჩვენ გადაკეტილი გვაქვს გზა და ტექნიკას არ ეძლევა შესვლის საშუალება. სამუშაოებს აწარმოებს „არემჯი გოლდი“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. 

კომპანიაში „არემჯი გოლდი“ კი აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე აღნიშნულ ტერიტორიაზე მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო ვიდრე არ იქნება გარემოზე ზემოქმედების შეფასება, სამუშაოების დაწყება არ იგეგმება. შესაბამისად, კომპანიაში აცხადებენ, რომ მოსახლეობის ნაწილის შიშები უსაფუძვლოა.

„აღნიშნულ ტერიტორიაზე კომპანია ამ ეტაპზე კარიერულ და მოპოვებით სამუშაოებს არ აწარმოებს. საუბარია მოსამზადებელ სამუშაოებზე, რაც გულისხმობს გზის გაყვანას. ამ სამუშაოების საწარმოებლად ჩვენ ყველანაირი ნებართვა გაგვაჩნია. რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი გამოთქვამს პროტესტს და ეს არ არის დიდი ნაწილი. ამ გზას არანაირი შემხებლობა არ აქვს სოფელთან. ეს გზა იქნება გამოყენებული სამომავლოდ, როდესაც სამთო მომპოვებელ სამუშაოებს დავიწყებთ შემოვლით გზად. ასე წამოვიღებთ მადანს და ეს გზა სოფელთან კავშირში არ იქნება. ჩვენთვის ამ ადამიანების პროტესტი გაუგებარია. 

რაც შეეხება კარიერს, სანამ შესაბამისი ორგანოები ნებართვას გასცემენ, იქ მიმდინარეობს გარემოზე ზემოქმედების შეფასება. ჩვენ ამ შეფასების გარეშე კარიერზე მუშაობის უფლება არ გვაქვს. ის, რომ გარემოს დაბინძურების პრობლემებისგან დავიცვათ ჩვენი მოსახლეობა, არის პირველი მიზანი“, - აცხადებენ კომპანია „არემჯი გოლდში“. 

"ინტერპრესნიუსი"